03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა, ფოთის მუნიციპალიტეტი და სკოლები, რომლებიც პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ

ოფიციალური დასკვნა, რომლის გაცნობაც ფოთის ხელმძღვანელობაში უარყოფით რეაქციას იწვევს, საქართველოს განათლების სამინისრტროს შიდა აუდიტმა მოამზადა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 15 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო ინსპექტირება. სიუჟეტში ნაჩვენები იყო ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეების კოლექტიური დასწრება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე, რომელიც ძალადობრივ კადრებს შეიცავდა. 

განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ კი დადგინდა, რომ ფოთის 11 სკოლის და პროფესიული სასწავლებლის დირექტორების, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩვენება იდენტურია, რომ ისინი მართლაც ესწრებოდნენ სისასტიკით აღსავსე დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და პოლიტპატიმრებთან შეხვედრას.

ინსპექტირების ოქმების მიხედვით სქემა ასეთია: ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეების მობილიზება დაავალეს. რესურს-ცენტრმა იგივე თხოვნა სკოლის დირექტორებს, დირექტორებმა კი პედაგოგებს გადასცეს.

რესურს-ცენტრებსა და სკოლებში აცხადებენ, რომ ფილმის შინაარსი არ იცოდნენ. ფოთის ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას იხსნის. მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ხელს საკუთარი ქალაქის მასწავლებლებისკენ იშვერს.

ავტორი:თეა ადეიშვილი

დღის ამბები