03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ევრაზიული კავშირი-საქართველოს მოსახლეობის 31%-ის არჩევანი

NDI-ის ბოლო გამოკითხვების თანახმად საქართველოს მოსახლეობის 31% ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

„პოსტსკრიპტუმმა“ რეგიონებში მცირე სატელევიზიო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მოსახლეობა საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტებზე საუბრობს. ნაწილისთვის ამ სურვილის განმაპირობებელი მიზეზი პირადი საყოფაცხოვრებო პრობლემებია, ზოგისთვის რუსეთისა და საქართველოს თანხვედრა სარწმუნოებაში, ზოგისთვისაც რუსეთის ტერიტორიული სიახლოვე საკუთარ ქვეყანასთან.

„პოსტსკრიპტუმმა“ გადაავლო თვალი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს და შეეცადა დაედგინა როგორ მივიდა მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილამდე. 

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები