03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
წარბების კორექტირების გამო ბათუმში მამაომ სტიქაროსანს სტიქარის ჩაცმა აუკრძალა

ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა სტიქაროსანს სტიქარის ჩაცმა აუკრძალა. კობა ფარტენაძის მიმართ ასეთი მოქცევის მიზეზი როგორც თავად ამბობს და ამას მამა ანდრია თურმანიძეც ადასტურებს მისი ჩვევები იყო. საუბარია წარბების კორექტირებაზე, ფეხების გაპარსვაზე, მოდელის საქმიანობის შეთავსებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ თამამ ფოტოებზე.

ფარტენაძე ამბობს, რომ ის დეკანოზმა იძულებული გახდა ტაძრიდან წამოსულიყო. ახლა ყოფილი სტიქაროსანი დილის გადაცემის წამყვანია. 

თავად დეკანოზი ანდრია თურმანიძე „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამავე თემაზე ვრცელ საგაზეთო ინტერვიუს ავრცელებს, სადაც არ მალავს, რომ როდესაც შეიტყო კობას მიერ წარბების ამოღების, ფეხების გაპარსვისა და მოდელის სტატუსით ფოტოების გადაღების შესახებ აღშფოთება არ დამალა. მოძღვარი აცხადებს, რომ მას ეს საქციელი არ მიაჩნია სწორად და ამაზე თავიდანვე ესაუბრა სტიქაროსანს.

კობა ფარტენაძე საზოგადოებრივ რადიოში მუშაობას აგრძელებს. საქართველოში საქმის წაგების შემთხვევაში ჩივილს ევროპის სასამართლოში აპირებს.

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

დღის ამბები