03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ბრალდებები ბათუმის მერის წინააღმდეგ-გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

ბათუმის მერს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. მერიის სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აჭარაში პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებაზე ალაპარაკდნენ.

ისინი  ყვებიან, რომ გიორგი ერმაკოვმა მათი უშუალო უფროსი დაიბარა და სამსახურიდან ყველა იმ პირის გაშვება სთხოვა, ვინც თბილისში 19 მარტს ოპოზიციის აქციას დაესწრო.

აჭარაში სქემა ასეთია-თანამშრომლებს მერიის დაქვემდებარებული უწყებებიდან რეორგანიზაციის მოტივით უშვებენ, თუმცა იმავე სამსახურში მოგვიანებით შტატების შემცირების ნაცვლად მათი გაზრდა ხდება. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნება ამ გზით პარტიულ აქტივისტების ასაქმებს, რომლებიც შემდეგ ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ აქციებს აწყობენ ან კვერცხებს ესვრიან.

მედეა ვასაძემ ააიპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ხელფასების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გეგმავს დეტალურად გამოძიოს ვინ სად მუშაობს, ემთხვევა თუ არა მათ მიერ პრემიების აღებისა და ოპოზიცის წინააღმდეგ გამართული აქციების დრო ერთმანეთს.

ავტორი:ნოდარ მელაძე

დღის ამბები