03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
კავკასიის მუსლიმთა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარე ისლამურ საიტებზე შეზღუდვის დაწესებაზე საუბრობს

„პოსტსკრიპტუმი“ სოფელ ყარაჯალადან 2 ქართველი ქალის სირიაში წასვლის შესახებ კავკასიის მუსლიმთა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარეს იმრან აივაზოვს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგად არის გამოსაძიებელი თუ როგორ მოხდა მათი გამგზავრების დაგეგმვა. გარდა ამისა აივაზოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები იმ ისლამურ ვებგვერდებზე, რომლებიც ადამიანებს საბრძოლველად წასვლისკენ მოუწოდებენ.

„თუ ეს ქსელით არის დაზომბირებული ეს კატასტროფაა.  წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება 3 შვილის დედამ ოჯახი დატოვოს და წავიდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ-ისლამი არ არის ის, რასაც დღეს ეს ხალხი აჩვენებს,“-აცხადებს იმრან აივაზოვი.

ავტორი:ნოდარ მელაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები