03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
კაცების შემდეგ სირიაში საბრძოლოდ საქართველოდან უკვე ქალებიც წავიდნენ

აეროპორტის დასახლებაში 2 გოგონას ნათესავები უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. ელმირა სულეიმანოვა და დიანა ღარიბოვა 11 მაისს სახლიდან გავიდნენ და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. ორივემ სახლში სამ-სამი შვილი მიატოვა.

ღარიბოვას ნათესავები ყვებიან, რომ გოგონა ნამდვილად სირიაში წავიდა, თუმცა გადალახა თუ არა უკვე თურქეთ-სირიის საზღვარი არ იციან. ამბავი სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელებისათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

სულეიმანოვა და ღარიბოვას თურქეთში სავაჭროდ წასვლის ფაქტს მათი ოჯახის წევრები ადასტურებენ, თუმცა ახლობლები ამბობენ, რომ ისინი თურქეთში სავაჭროდ არასდროს დადიოდნენ და ლილოში არსებულ მაღაზიას ჩინეთიდან ჩამოტანილი საქონლით ავსებდნენ.

ღარიბოვასა და სულეიმანოვას ახლობლები არ ფლობენ ინფორმაციას გადალახეს, თუ არა მათმა ნაცნობებმა თურქეთ-სირიის საზღვარი. მეუღლეების დასაბრუნებლად კი თურქეთში მათი ქმრები გაემგზავრნენ.

თუ გოგონების სირიაში წასვლის ფაქტი ოფციალურად დადასტურებდება ეს იქნება საქართველოდან საომარი მოქმედებების ზონაში ქალბატონების გამგზავრების პირველი ფაქტი.

 

ავტორი: ნოდარ მელაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები