03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის დანაპირები საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ არ შესრულებულა

საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის შექმნის და ექიმების გადამზადების დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა ორი წლის წინ გასცა, თუმცა ის დღემდე არ არის შესრულებული, შესაბამისად, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მოქალაქეებს უცხოეთში სამკურნალოდ დიდძალი თანხის მოძიება უწევთ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ირმა კიღურაძეა. მას საჭირო მკურნალობის კურსი მეგობრების დახმარებით თურქეთში უკვე ჩაუტარეს, ახლა კი ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება.

ბათუმის მერიამ ირმას სამკურნალოდ გარკვეული თანხა უკვე გამოყო, პასუხს ჯანდაცვის სამინისტროდანაც ელოდებიან, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ავტორი: რუსუდან დათუკაშვილი

დღის ამბები