03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
საქართველოში ციფრული მუზეუმი იქმნება

საქართველოში ციფრული მუზეუმი იქმნება. იდეის ავტორი და განმახორციელებელი საქართველოს ეროვნული ბლიბლიოთეკაა.

პროექტის ავტორები ქართველი  კლასიკოსი და თანამედროვე მხატვრების ცნობილი და უცნობი ნახატების ციფრულ ვერსიებს აგროვებენ. კერძო კოლექციონერებთან ან თავად მხატვრებთან ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები დადიან, რათა საბოლოოდ ნამუშევრები ინტერნეტ გალერეის მსგავსად ერთ სივრცეში განათავსონ.

ნამუშევრებს ჯერ ფოტოებს უღებენ, შემდეგ ასკანერებენ.

საბოლოო სახის მიღების შემდეგ ნახატები თავს ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე მოიყრის.

ციფრული მუზეუმის შექმნა უკვე დაწყებულია და პროექტის ვადა განუსაზღვერლია, საკუთარი ნახატისა თუ კოლექციაში დაცული ნამუშევრის აღბეჭდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დღის ამბები