03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული - ავტოკატასტროფა თბილისში

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში. ავარია ანჩისხატის ეკლესიასთან ახლოს რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, ოთხმა მგზავრმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სისხლის სამართლის საქმე 276- ემუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები