03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
სამი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

გურჯაანში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი აიყვანეს.

გამოძიების ინფრომაციით, ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები