03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
რუსთავის გზატკეცილზე მომუშავე მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან გაიფიცნენ.

გაფიცულები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით,  რუსთავის გზის მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს, რომელიც თითოეულ მუშას დღეში 20 ლარს უხდის.

გაფიცვის მონაწილეები ამ დროისთვის რუსთავის გზატკეცილზე არიან შეკრებილები.

დეტალებს "კურიერი" ცოტა ხანში შეგატყობინებთ. 

დღის ამბები