03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
რუსთავის მაგისტრალის მშენებელი მუშები ხელფასის მომატებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ

რუსთავის გზატკეცილის მშენებლობაზე მომუშავე მუშები კომპანია „სინჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს“ ხელფასის გაზრდას სთხოვენ. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ გაფიცულებს, თუმცა ხელფასის გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც „სინჰიდროს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საკითხის გადასაწყვეტად მათ ვადა 20 მაისამდე ითხოვეს, რადგან ფინანსურ საკითხებზე სათავო ოფისს უნდა მოელაპრაკონ.

გაფიცული მუშების თქმით, მათი ყოველდღიური ანაზღაურება 21 ლარია და ამ თანხის გაზრდას მინიმუმ 30 ლარამდე ითხოვენ. „კურიერთან“ საუბრისას მუშებმა განაცხადეს, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო ხელფასი არაფერში ყოფნით, ამიტომ მის გაზრდამდე სამსახურში მისვლას არ აპირებენ.

მუშების გაფიცვა, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსთავ-თბილისის მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც გასული წლის მაისიდან მიმდინარეობს და 2015 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები