28 ნოემბერი 2020,   12:11
ვრცლად
როცა გიორგი რურუას მაკალისტერი პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, ნათელია რამდენად აცდენილია იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს - ირაკლი კობახიძე

"ქართლი ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტი არის დაბალანსებული, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში გარკვეული სახის შესწორებები შევა, რომელიც იმ რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. 

უმრავლესობის წევრის განცხადებით, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს საქართველოს შსახებ წარმოდგენილი ანგარიშისთვის მადლობა ეკუთვნის. 

"გავეცანი სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც არის ძალიან დაბალანსებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამატებით კიდევ შევა გარკვეული შესწორებები ამ ანგარიშში, რომელიც ზუსტად ასახავს საბოლოო ჯამში იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოში შექმნილი. ეს არის ძალიან კარგად დაწერილი ანგარიში და ამისათვის ჩვენ სვენ მიქსერს ბუნებრივია მადლობა უნდა გადავუხადოთ.

რაც შეეხება მაკალისტერს და რამდენიმე მის კოლეგას, რომელიც სამწუხაროდ ისეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სინამდვილეს, ერთ-ერთმა კოლეგამ დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და როდესაც ახსენა მან, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ფეიკ ნიუსის გამავრცელებლები. ეს არის ადეკვატური შეფასება.

რა თქმა უნდა, როდესაც გიორგი რურუას მოიხსენიებს მაკალისტერი პოლიტპატიმრად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერში" საუბრისას.

დღის ამბები