03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების საპროტესტო აქცია გრძელდება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების საპროტესტო აქცია გრძელდება. დღეს დილიდან აქციის მონაწილეები დაწესებულების წინ არიან შეკრებილები და, პირველ რიგში, ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის დანიშვნას აპროტესტებენ.

პროტესტის გამო დაწესებულებაში მუშაობა და ყველა პროექტი, რომელიც აქ მიმდინარეობდა შეჩერებულია.

ცენტრის თანამშრომლების კიდევ ერთი მოთხოვნაა, მიეცეთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი ხელმძღვანელი.

„ვიდრე არ მოგვისმენენ და კითხვაზე პასუხს არ გაგვცემენ, ადამიანი, რომელიც ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ცდილობდა ეს სივრცე აემოძრავებინა, რატომ დაისაჯა,“ - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა ნესტან ჩხიკვაძემ.

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები