დღეს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დისტანციურ სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვდა. სხდომაზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თორნიკე ქვათაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე თავდაპირველად ხუთი პირი იყო ბრალდებული. ამჟამად ორი ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, ორ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.
ადვოკატები დღეს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდნენ, კერძოდ ფარული მიყურადების დროს გადაღებულ ვიდეოკადრებზე და ამოცნობის ოქმებზე, მოსამართლემ უფლებადამცველების შუამდგომლობები სრულად დააკმაყოფილა, რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას რომ დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა გაუქმებულიყო, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შემდეგი სხდომა 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.