03 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება, მათგან მილიონ ნახევარზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ტესტირების სხვა ქვეყნებზე უკეთესად ჩატარებით ხსნის.

რეკორდულად იზრდება მონაცემები ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 17 ათასზე მეტი და გარდაცვალების ათას 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ინფიცირების რიცხვმა ევროპის ქვეყნებში, თუმცა შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებებში მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია.

პირველი ივნისიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების მთავრობამ. ქვეყანაში განახლდება სასწავლო პროცესი და გაიხსნება რესტორნები. 

დღის ამბები