03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
საქართველოში შეფასების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა დაიწყო

შეფასების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა (PISA) დაიწყო საქართველოში. კვლევის მიზანია შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

საერთაშორისო კვლევაში 280 სკოლის 6 ათას 200-მდე მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის მიმდინარეობას კომაროვის სახლობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად აკვირდებოდა.

დღის ამბები