03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
"სისტემატიური სახე მიიღო თავისუფალი აზრის დევნამ საქართველოში,“ - ნუგზარ წიკლაური

ნაციონალური მიოძრაობის წევრები ბათუმში მათი აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან. ნუგზარ წიკლაური საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს ამ ფაქტით დაინტერესებას და სამი დაკავებული ახალგაზრდის დაუყვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს.

„როგორც ჩანს ხელისუფლება პრობლემების მოგვარების გზად ხედავს არა პრობლემებზე რეაგირებას, არამედ იმ ადამიანების დაპატიმრებას, რომლებიც ღიად საუბრობენ პრობლემების შესახებ. სისტემატიური სახე მიიღო თავისუფალი აზრის დევნამ საქართველოში,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები