03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ფოთში ნაციონალური მოძრაობა მერიისგან პედაგოგებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ფოთის მერისგან პედაგოგებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით მათ დღეს თვითმმართველობი ორგანოს შენობასთან აქცია გამართეს.

მიზეზი განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნაა, სადაც წერია, რომ ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენებაზე მოსწავლეების მობილიზება რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს დაავალეს.

ფოთის მერმა გუშინ, გადაცემა P.S.-თვის მიცემულ ინტერვიუში ფაქტი არ დაადასტურა და მომხდარი "თავისუფალ ზონას" დაუკავშირა. 

დღის ამბები