03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ნგრევა თბილისში - დაშავებულია 3 ადამიანი [ფოტო]

ნგრევა თბილისში. იალბუზის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი, ერთი მათგანი ქალბატონია, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. 

სამივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ინგოროყვასა და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შემთხვევა ისანი-სამგორის რაიონში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  

დღის ამბები