03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ვაჟა ფანჩულიძემ განცხადება რამდენიმე წუთის წინ დაწერა. გადადგომის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დეპარტამენტში რაიმე სახის კონფლიქტს სამინისტროსთან გამორიცხავენ. 

ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "რუსთავი 2-ს" დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ ვაჟა ფანჩულიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. იგი ამ პოსტზე 2014 წლის ივლისის შემდეგ მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ფანჩულიძემ დავით შავლიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 

 

 

დღის ამბები