03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
საკადრო ცვლილებები "თბილისის დინამოში"

ეროვნული ჩემპიონატის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოში" კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. 

კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა დატოვა. 

"დინამოში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ გააკეთა. 

ჯღარკავას განცხადებით, "დინამოს" საჩხერის "ჩიხურასთან" და სამტრედიის "სამტრედიასთან" მატჩის დროს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 26 მაისს გაიმართება. 

დღესვე ჟურნალისტებთან საუბრის დროს,  "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ 20 მაისს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია პრესკონფერენციას გამართავს. 

ავტორი: დავით ერაძე 

 

 

დღის ამბები