03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილება-საყდრისის საბადოზე სამუშაოები არ შეჩერდება

საყდრისის საბადოზე სამუშაოები არ შეჩერდება - ეს გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს. მათ არც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და არც ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

„სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და მანამდე არქეოლოგებმაც სამარცხვინო განცხადებები გააკეთეს,“ - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა.

სასამართლოში დავის გაგრძელებას გეგმავს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციაც.

მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებამდე, ორი დღის წინ, შაბათს, საყდრისის საბადოში მოდავე მხარეებთან და არქეოლოგებთან ერთად იმყოფებოდნენ და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. შაბათს საყდრისში არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ბორცვზე სამუშაოების შეჩერებას აზრი აღარ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გაკეთდა კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდში" სადაც აცხადებენ, რომ სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. 

დღის ამბები