03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გაფიცვა-მიმართვას სანიკიძის სახელზე ხელს ყველა თანამშრომელი აწერს

მუზეუმის საერთაშორისო დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დალუქული დარბაზებით და შეჩერებული სამუშაო პროცესით შეხვდა. პირველად ცენტრის არსებობის ისტორიაში სამუშაო კვირა გაფიცვით დაიწყო.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ საკონკურსო კომისიას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ გაბათილდეს შედეგები, რომლის მიხედვითაც ცენტრის ახალ დირექტორად ბუბა კუდავას ნაცვლად ზაზა აბაშიძე შეირჩა.

გაფიცულების დამატებითი მოთხოვნა კანონში 2011 წელს შეტანილ ცვლილებას ეხება, რომლის მიხედვითაც ცენტრის მეცნიერებს დირექტორის შერჩევის უფლება ჩამოერთვათ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი კომისიის გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებს.

ცენტრის ახალი დირექტორი ზაზა ბაბაშიძე ინტერვიუზე უარს ამბობს და პროტესტის გამო, სამსახურში გამოცხადებასაც არ აპირებს. განათლების მინისტრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე სამუშაო პროცესის განახლებას არ აპირებენ ცენტრის თანამშრომლებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები