03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
20 ათასამდე ბავშვი სკოლაში ვერ რეგისტრირდება-6 წლამდე მოზარდების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე 2 დღეა დაიწყო, 20 ათასამდე მოზარდი რეგისტრაციას ვერ ახერხებს. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში კიდევ ერთხელ წამოაყენეს საკითხი, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადბულ 6 წლამდე მოზარდებს სკოლაში სიარულის უფლება მიეცეს. ამ ინიციატვაზე უმცირესობა ხელახალ კენჭისყრას ითხოვს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლსობა ჯერ უცნობია. 6 წლამდე ბავშვების საკითხი სხდომაზე მომდევნო კვირას უნდა გავიდეს, მანამდე კი რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გაკეთა განცხადება და განათლების მინისტრს დამატებითი არგუმენტები მოსთხოვა რატომ არ ეძლევა 6 წლამდე ბავშვებს პირველ კლასში შესვლის უფლება.

უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ კონკრეტული გამონაკლისების დაშვება უკნდა მოხდეს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ შესაძლოა მთავრობა გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.

დათმობს თუ არა განათლების სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირას უნდა გაირკვეს. თამარ სანიკიძის უწყებაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღი კი 25 მაისს იწურება.

ავტორი:გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები