03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
სამი მცირეწლოვანი შვილის სასტიკად ცემისთვის მამას 1 წლიანი პატიმრობა ემუქრება

სოციალური მუშაკის მეშვეობით გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფელ გურჯაანში მამა 3 მცირეწლოვანს სასტიკად სავარაუდოდ ბლაგვი საგნით უსწორდებოდა. 3 ბავშვიდან ოჯახის უფროსისათვის ორი გერი, ხოლო ერთი მისი შვილია.

ექიმები ნაცემი წლინახევრისა და ორწლინახევრის ბავშვების მდგომარეობას სწავლობენ. მედიკოსების განცხადებით ბავშვებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა გვიან ღამითვე დააკავეს მამა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გურჯანიის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად სცემდა, თუმცა სახლში შესვლას ვერავინ ბედავდა. ადგილობრივების ინფორმაციით ის ნასამართლევია და კონფლიქტს ერიდებოდნენ.

ბავშვების ცემის ფაქტზე 25 წლის კაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც მაქსიმუმ 1 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.

 ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები