03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
პრემიერის კიდევ ერთი ვიზიტი დაკავებების ფონზე

ბათუმის ბულვარში ახლადგახსნილი Hilton-ის წინ გამართული აქციის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა.

"თავისაფლი ზონისა" და ნაციონალური მოძრაობის წევრები 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის ცერემონიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაციის გამართვას იქვე მდებარე 6 მაისის პარკში აპირებდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ოპოზიციისა და "თავისუფალი ზონის" წევრები დღევანდელ აქციაზე წითელი ბარათებითა და იმ შეჩერებული პროექტების სლაიდებით მივიდნენ, რომლებიც აჭარაში უნდა განხორციელებულიყო.

ბათუმში დემონსტრანტების დაკავება თბილისში საგანგებო ბრიფინგით გააპროტესტა ოპოზიციამ. ნაციონალური მოძრაობა ასეთ ფაქტებზე მონიტორინგს დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობისა და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს. 

ავტორები - ნატა მახვილაძე, თეა ვაშალომიძე, ნათია გოგსაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები