03 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ნანგრევებში მოყოლილი ქალბატონის მდგომარეობა უმძიმესია

ამ დრომდე უმძიმესია 68 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში ნანგრევებში მოყვა. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება. სტაბილურად აფასებენ ექიმები მისი შვილის მდგომარეობას.

იალბუზის ქუჩაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის კუთვნილი ნაგებობა ჩამოინგრა. დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილობრივი გამგეობა ავარიულ შენობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომების მიღება შენობის მეპატრონის - კერძო კომპანიის ვალდებულება იყო.

დღის ამბები