03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
გიგლა აგულაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

გიგლა აგულაშვილმა და იანოშ ჰერმანმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები განიხილეს.

2015 წელს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვის სამინისტრომ საგზაო რუკა შეიმუშავა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევს წარმოადგენს.

დღის ამბები