03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნებს მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნებს - ცენტრმა თავად აირჩიოს ხელმძღვანელი და უწყების მაკონტროლებელი ორგანო განათლების სამინისტროს ნაცვლად პარლამენტი გახდეს - მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობა.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ საკითხების განხილვა და შემდეგ უკვე დამტკიცება დაჩქარებულად უნდა მოხდეს და მზად არიან პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.

„ჩვენ დაველოდებით პირველივე კომიტეტის სხდომას, სწრაფად უნდა ჩატარდეს ეს სხდომა, იმისათვის რომ ეს კანონი იყოს ინიცირებული. თუ კომიტეტი არ გააკეთებს ამას, მე პირადად მზად ვარ ამ კანონის ინიცირება მოვახდინო,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ თავმჯდომარის არჩევის შესახებ წინადადებას თავადაც მიესალმებიან და საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის განათლების კომიტეტში რამდენიმე დღეში წარსდგებიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები