03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
მზადება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყეს. სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული.

რეპეტიციები დღეს და ხვალ გაიმართება. რაც შეეხება გენერალურ რეპეტიციას - ის 25 მაისს შედგება.

თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას დღეს 12 საათიდან „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით განახორციელებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები