03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
„არა ევრაზიულ კავშირს,“ - გორში აქცია მიმდინარეობს

„არა ევრაზიულ კავშირს! გორი საქართველოს ღირსებისთვის!“ - ამ ლოზუნგით ამ წუთებში გორში აქცია მიმდინარეობს.

აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.

საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთის წინ ანდრო ბარნოვი და ოლეგ სანდრო პანფილოვიც შეუერთდნენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები 9 მაისს გორში გამართულ აქცია აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თბილისიდან უნდა შეერთებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციუმის“ წარმომადგენლები, თუმცა მათი ავტოკოლონა წეროვანთან დაუდგენელმა პირებმა შეაჩერეს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.  

დღის ამბები