03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

ავსტრიის პრეზიდენტი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო. ჰაინც ფიშერმა მადლობა გადაუხადა ილია მეორეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ პატრიარქის მოღვაწეობის შესახებ ის ინფორმირებულია. ავსტრიის პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო კურსთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიციით დაინტერესდა.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია იმ პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, რომელიც ჰქონდა და აქვს ქვეყანას. გარკვეულწილად ვერკვევით ახალ ისტორიაში. გავეცანოთ თქვენს პიროვნებას, დეტალურად შევისწავლეთ თქვენი ბიოგრაფია და თქვენი როლი სახელმწიფოს მშენებლობაში. ვიცით ისიც, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულია მართლამადიდებელი ეკლესიის სტატუსი, რაც თქვენ უფლებამოსილებას გაძლევთ, გარკვეულ საკითხებში თქვენი პოზიცია დააფიქსირო,” - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა.  

პატრიარქმა შეხვედრაზე ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ კურსზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა და სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას,“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.  

დღის ამბები