18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა და ლატვიის მუსიკის აკადემიის სიმფონიურმა ორკესტრმა მოცარტი ერთობლივად, დისტანციურად შეასრულეს

მოცარტის თურქული მარში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და ლატვიის მუსიკის აკადემიის სიმფონიური ორკესტრის დისტანციური შესრულებით. პროექტზე მუშაობა ერთ თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზანი პანდემიის პირობებში ქართველი და უცხოელი სტუდენტების წახალისებაა. პროექტის ინიციატორია ლატვიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

"პროექტის მიზანი, ისევე, როგორც წინა ორი ვიდეოს მიზანი იყო, ერთის მხრივ, ჩვენი მსმენელებისათვის რთული პანდემიური პირობების გამარტივება, მეორე მხრივ, მუსიკოსების ფორმის შენარჩუნება. ეს კონკრეტული პროექტი, ლატვიელებთან რაც ჩავწერეთ, გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ლატვიაში, აკაკი ტყეშელაშვილის ინიციატივა. როგორც ლატვიელი, ასევე ქართველი მუსიკოსებისთვის გვინდოდა მიგვეცა მოტივაცია, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება,"- განაცხადა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მირიან ხუხუნაიშვილმა.

დღის ამბები