03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
"საპატრულო პოლიცია ვეღარ არეგულირებს საგზაო მოძრაობას", - დავით მესხიშვილი

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" თბილისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მერიას დედაქალაქში არსებული საცობების განსამუხტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტებმა საცობების განმუხტვის პროექტი შექმნა.

პროექტის ავტორების თქმით, გეგმაში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რაც დედაქალაქში საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს. ალიანსი მერიას მათი პროექტის განხორციელების მოთხოვნით მიმართავს.

"ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით არის საჭირო. მათ შორის, დასუფთავების სამსახური აუცილებლად უნდა გადავიდეს ღამის საათებში. საპატრულო პოლიცია ვეღარ არეგულირებს საგზაო მოძრაობას და ისინი უნდა გადამზადდნენ რაც შეიძლება სწრაფად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, - აცხადებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. 

დღის ამბები