03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი და მორიგი აქცია რუსთავში

რუსთავი-თბილისის მშენებარე მაგისტრალზე დასაქმებული ქართველი მუშები მეორე დღეა გაფიცულები არიან. ისინი დამსაქმებელი ჩინური კომპანია "სინჰიდროსგან" ხელფასის გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება მიზერულია.

მშენებლები იმ პირობებსაც აპროტესტებენ, სადაც მუშაობა უწევთ. მუშების მოთხოვნებს დღეს კომპანიაში უპასუხეს. ხელმძღვანელობა დასაქმებულების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

აქციის მონაწილეებს დღეს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

მშენებლობის პროცესი მაგისტრალზე ამ დრომდე შეჩერებულია. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მუშები არ გამორიცხავენ, რომ გზის მშენებლობა საერთოდ შეჩერდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები