03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
„სამარცხვინოა, რომ დღეს ხელისუფლება ამით არის დაკავებული," - მიხეილ მაჭავარიანი იუსტიციის სახლზე

იუსტიციის სახლიდან 25 ტონა სამშენებლო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა და განაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება საუბრობდეს გახსნილ საწარმოებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, სამი წლის თავზე აღმოაჩინა სამშენებლო ნარჩენები იმ შენობაში, რომელიც ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას.

„სამარცხვინოა, რომ დღეს ხელისუფლება სწორედ ამით არის დაკავებული და არა სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკის გამყარებით,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლის შენობიდან 25 ტონა სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს. საქმე პროკურატურას გადაეცემა.

 

 

 

 

დღის ამბები