03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
20 მაისს თბილისში სუ 25-ები და ელ 39-ები გადაიფრენენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, თბილისში 20 მაისს რეპეტიცია გაიმართება.

სამხედრო თვითმფრინავები სუ 25-ი და ელ 39 თბილისის თავზე გადაიფრენენ.

23 მაისს კი დილის 06:00 საათიდან თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.

„ინფორმაციას ვავრცელებთ წინასწარ, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს პანიკა. 23 ში დილის 6 საათზე კი  თავისუფლების მოედანი გადაიკეტება და გვექნება რეპეტიცია,“ - ამბობენ თავდაცვის სამინისტროში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები