03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
თამარ სანიკიძე „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდება

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის" თანამშრომელები განათლების სამინისტროში იმყოფებიან. როგორც ისინი ამბობენ, მათ ნაწილს დღეს სამინიტროდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მინისტრი მზად არის შესახვედრად და ღია დიალოგისთვის. განათლების მინისტრთან შესახვედრად ცენტრის ყველა თანამშრომელი წავიდა.

დღეს უკვე „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ გაფიცვის მეორე დღეა. ცენტრის თანამშრომლებმა დილიდან ისევ უარი თქვეს მუშაობაზე. მინისტრთან შესახვედრად წასვლამდე, ცოტა ხნის წინ დასრულდა ცენტრის თანამშრომელთა თათბირი. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება.

დღის ამბები