03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ვაკეში საცხოვრებელი სახლი იწვის

ვაკეში საცხოვრებელი სახლი იწვის. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი2-ს სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე გაჩნდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება. ახლა კი მისი ჩაქრობის სამუშაოები ხორციელდება. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები