03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გასვლას ითხოვს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სრული შემადგენლობა განათლების სამინისტროში იმყოფება.

ცენტრის თანამშრომლებს სურდათ, საკუთარ მოთხოვნები განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის გადაეცათ, თუმცა შეხვედრაზე მათ მინისტრის მოადგილე დახვდათ და თამარ სანიკიძე მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრო მიმდინარე შეხვედრას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის დროსაც ბუბა კუდავას თანამდებობაზე ზაზა აბაშიძე გავიდა.

”გაუქმდეს მათ მიერ ჩატარებული, ჩვენი აზრით, არაობიექტური კონკურსის შედეგები და დაინიშნოს დირექტორის თანამდებობაზე ის პირი, რომელსაც ცენტრის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს,“ - აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა საითიძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, შეეცვალოთ მაკონტროლებელი ორგანოც, რადგან განათლების სამინისტროს მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

”ჩვენ მივმართეთ ზემო ინსტანციებსაც, პრეზიდენტს, პრემიერს, საქართველოს პარლამენტს, რომ ჩვენ შეგვიცვალონ მაკონტროლებელი ორგანო, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არანაირად არ ითვალისწინებს ჩვენს აზრს, არ მოდის დიალოგზე და რეკორდული რაოდენობის ცილისწამებასა და ტყუილს იძახის,“ - აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის მეცნიერთანამშრომელი, ნიკოლოზ ჟღენტი.

უკვე მეორე დღეა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაფიცულია და თანამშრომლები უარს ამბობენ სამუშაო პროცესზე. ცენტრის წარმოდგენები კონკურსის შედეგების გაბათილებას და ხელმძღვანელის არჩევის უფლებას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები