03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის ემზადება

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ყველა უწყებას საკუთარი პროგრამა აქვს. რუსთაველის გამზირზე გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

ცნობილია, რომ ხვალ საკოორდინაციო შემოფრენას განახორციელებენ იროკეზის ტიპის შვეულმფრენები და ისინი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სტადიონის გავლით გლდანის მიმართულებით გადაიფრენენ.

26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს. დღის მეორე ნახევარში კი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მესამე ბრიგადას ეწვევა.

დამოუკიდებლობის დღე პარლამენტის წინ გალა-კონცერტით დასრულდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები