03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული

ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო უკვე მეორე დღეა, მედიაში აქტიურად ვრცელდება.

სხვადასხვა წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, მკვლელი არის ასახული, კეკელიძის ქუჩაზეა გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის აღწერილობა და ჩაცმულობა კი იმ ვერსიებს ემთხვევა, რომლებიც ეჭვმიტანილზე ვრცელდებოდა.

თუმცა არის ერთი შეუსაბამობა, - სად არის გადაღებული ეს ფოტო.

დღეს კურიერმა კეკელიძის მიმდებარე ის ტერიტორია შეისწავლა, სადაც მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაადაადგილდებოდა. თუმცა, ამ ფოტოზე აღბეჭდილი კიბე ქუჩაზე არ არის. სამაგიეროდ დავადგინეთ, რომ ეს სურათი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული.

 

 ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები