03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ივანიშვილი უხეშად ჩაერია საყდრისისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურებში" - მწვანე ალტერნატივა

"პრემიერ-მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილი უხეშად ჩაერია სამართლებრივ პროცედურებში, როდესაც საქმე ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოსათვის ძეგლის სტატუსის მოხსნას," - ასე განმარტავს ყოფილი პრემიერის მონაწილეობას საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ორგანიზაცია მწვავე ალტერნატივა, რომელმაც ელიტურ კორუფციაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

სხვადასხვა დროს სასამართლოს გადაწყვეტილებებში, კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბრობენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.

ამ ორგანიზაციამ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და იქ უკანონო სამუშაობის შეჩერება რამდენჯერმე მოითხოვა.

საყდრისთან მიმართებაში მაღალი თანამდებობის პირების დაინტერესებაზე აქცენტს აკეთებენ ოპოზიციის წევრებიც.

ნაცონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმოამდგენლები ამბობენ, რომ უმრავლწესობამ პარლამენტში საგამოძიებო კომისისი შექმნის საკითხი სწორედ კონკრეტული პირების სასარგებლოდ ჩააგდო. 

საყდრისი-ყაჩაღიანსითვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გაუქმების და იქ სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სამართლებრივი დავა ისევ მიმდინაროებს.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

 

 

 

დღის ამბები