03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ნარმანიას დანაპირები არ სრულდება. პირიქით, ჩანაგდება მწვანე საფარი" - თამარ ცინცაბაძე

"მერიის სპეციალური სამსახური კი არ უვლის, აჩანაგებს მწვანე საფარს," - ეს განცხადება არჩევანში საუბრისას თბილისის საკრებულოს წევრმა და გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელმა, თამარ ცინცაბაძემ, გააკეთა. 

ცინცაბაძეს მიაჩნია, რომ ნარმანიას დანაპირები, რომ ის შეინარჩუნებდა თბილისში მწვანე საფარს, არ სრულდება.

"ნარმანია ამბობდა, რომ შეინარჩუნებდა მწვანე საფარს. მერიის ის სტრუქტურა, რომელიც უნდა ინარჩუნებდეს და აფართოებდეს თბილისში მწვანე საფარს, დღეს გამოდის ყველაზე დიდ გამჩანაგებლად. ხალხი რომ არ გამოდიოდეს და არ ათენებდეს და აღამებდეს, დღეს ისიც აღარ იარსებებდა, რაც დარჩა. ხელფას და დანამატს ამ ხალხს უსაქმურობაში ვუხდით?"- აცხადებს თამარ ცინცაბაძე. 

 

დღის ამბები