03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
"სად იპოვნეს ამდენი მატყუარა ერთად... მაიმუნის ხმა მესმის" - ავთანდილ სუდაძე ირაკლი აბესაძეს

გადაცემა არჩევანში საკრებულოს ოპოზიციის მიერ წარმოთქმულ ბრალდებებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა უპასუხა და ნაციონალურ მოძრაობას "მატყუარები" უწოდა.

"სად იპოვნეს ამდენი მატყუარა ერთად," - განცხადა სუდაძემ, რომელმაც გადაცემაში ოპოზიციის საპასუხოდ მოიყვანა კონკრეტული ფაქტები, რომლითაც ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ტენდერებით მუშაობს.

სწორედ ასეთ ტენდერში გამარჯვებულია კომპანია ენკო, რომლის ხელმძღვანელები გიგი უგულავას საქმეზე მთავარი მოწმეები არიან და ნაციონალური მოძრაობა ნარმანიას მთავრობას ძვირადღირებული პროექტების მოგების გამო ყოფილი მერის საქმის მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ავთანდილ სუდაძის განცხადებით, „ენკოს ხარკს არავინ უხდის. მან სამართლიანად მოიგო ტენდერი“. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებებს ირაკლი აბესაძემ "არა ტენდერი, არამედ მაიმუნობა“ უწოდა, რაზეც მიიღო სუდაძის პასუხი, რომ მას „მაიმუნების ხმა ესმის“.

ავთანდილ სუდაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება „ფასადური“ სამუშაოებით არ არის დაკავებული, ყველა პროექტს გეგმის მიხედვით ახორციელებს და 24 საათი მუშაობს.

ირაკლი აბესაძის შეფასებით კი, "მერიას მუშაობის ნაცვლად სძინავს“. 

დღის ამბები