03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ავთანდილ სუდაძე პირობას დებს, რომ გზების სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, გადაცემა არჩევანში პირობას დებს, რომ ის კომპანიები, ვინც ვერ დაასრულებენ სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში, დაჯარიმდებიან.

"ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არსებული კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებას და ვერ დაასრულებს სამუშაოებს ვადაში, საჯარიმო სანქციით იქნება დაჯარიმებული," - განაცახდა ავთანდილ სუდაძემ.

გადაცემა არჩევანში ავთანდილ სუდაძისგან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა, მოითხოვა პასუხი, თუ რატომ არის ორმოები ქალაქში.

ამის პასუხად კი სუდაძემ ნაციონალური მოძრაობის მიერ "უხარისხოდ დაგებული და ფასადურად გაკეთებული სამუშაოები" დაასახელა.

ნაციოანლური მოძრაობის წევრმა საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ, კი განაცხადა, რომ დღეს "მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანები არიან თვითკმაყოფილები და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ". 

დღის ამბები