03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
„მთელი ქალაქი გაგინებთ" - ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გზების პრობლემების გამო მწვავედ გააკრიტიკა და ურჩია ხელისუფლბას, თვითკრიტიკულები იყვნენ. 

ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„მთელი ქალაქი იგინება ორმოში ჩარტყმის შემდეგ. ვიგონებ რამეს? ქალაქში საცობებია, დაჯართულია ტრანსპორტი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, დედაქალაქში 1500 ქუჩაა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მიერ დასახელებული 44 ასფალტდაგებული ქუჩა საკმარისი არ არის.

დღის ამბები