03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"საყდრისში გააკეთეს ის, რაც ერაყში ხდება" - თამარ ცინცაბაძე

გაერთიანებული დემოკრატების წევრი, საკრებულოს დეპუტატი თამარ ცინცაბაძე ხელისუფლების საყდრისში მოქმედებას ერაყში განვითარებულ პროცესებს ადარებს და მთავრობას აკრიტიკებს.

ამის შესახებ განცხადება ცინცაბაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ჩვენ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვერ აფასებს, რა ქვეყნის ხელისუფლებაა. მთელმა ევროპამ და მსოფლიომ აღიარა საყდრისი, გარდა ჩვენი ხელისუფლებისა. ჩვენ ძალიან განვიცდით მუსულმანების მიერ აფეთქებულ კულტურულ მემკვიდრეობებს, როდესაც ვუყურებთ, რაც მოხდა ერაყში, იგივე გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ აქ,“ - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ. 

დღის ამბები