03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
თბილისში დღეს "დიდგორობას" აღნიშნავენ

სოფელ დიდგორში დღეს "დიდგორობის" დღესასწაული აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლის მცხოვრებლები სალოცავთან ტრადიციულ დოღს გამართავენ.

25-მდე ადგილობრივი ერთმანეთს ცხენით ჯირითში შეეჯიბრება.

ამავე ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის სპორტული სკოლა "დიღომის" მოჭიდავეები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრებიან.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი და თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

გამარჯვებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვედბა

ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები